ბერიკაცები

 

კომპანია ”ქართული ტელეფილმი”  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1806 მეტრი, 66 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
სცენარის ავტორი: ამირან ჭიჭინაძე
დამდგმელი ოპერატორი: პავლე შნაიდერი
დამდგმელი მხატვარი: იური გეგეშიძე
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური კიკაბიძე
მონტაჟი: ალექსანდრა შულცი
პროდიუსერი: გერისო თოთლაძე
ფესტივალები და პრიზები:
1976

აჭარის მინისტრთა საბჭოს პრიზი საუკეთესი ფილმისათვის. ქ. ბათუმი

სამეგრელოს ერთი სოფლის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ხანდაზმულებს ტკბილი სიბერის უზრუნველსაყოფად მოხუცთა სახლი აუშენოს. ბერიკაცებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ და იმის დასამტკიცებლად, რომ ჯერ არ დაუძლურებულან, ყმაწვილკაცურად იქცევიან, ერთი ცოლსაც ირთავს... სახლი შენდება, მაგრამ იქ მოხუცთა თავშესაფრის ნაცვლად, საბავშვო ბაღი იხსნება.