სპირალი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 34 ნაწილი, 9028 მეტრი, 330 წუთი

გამოშვების წელი: 1990

 

დამდგმელი რეჟისორი: გიული ჭოხონელიძე
სცენარის ავტორი: ვაჟა გიგაშვილი , გურამ ფანჯიკიძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე , ნუგზარ ნოზაძე
დამდგმელი მხატვარი: ირინე ქურთიშვილი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: ლევან უჩანეიშვილი (რამაზ კორინთელი) , ოთარ მეღვინეთუხუცესი (დავით გიორგაძე) , გიული ჭოხონელიძე (ზურაბ თორაძე) , ედიშერ მაღალაშვილი (ოთარ კახიშვილი) , ლია ელიავა (ანა გიორგაძე) , ია ფარულავა (მარინე დვალი) , ლიკა ქავჟარაძე (ლია რამიშვილი) , მარიკა გიორგობიანი (ინგა კორინთელი) , თამარ ჭოხონელიძე (მაკა ლანდია) , თეა დუდუჩავა (ლალი) , გია ლეჟავა (სოსო შადური) , გივი სარჩიმელიძე (ვარლამი) , გივი (გურამ) ფირცხალავა (რომან გუგავა) , გივი თოხაძე (გივი ნაკაშიძე) , თენგიზ არჩვაძე (მღვდელი) , გურამ საღარაძე (რექტორი) , ირაკლი ფრუიძე (გოგი ლომიძე) , იური კატინ-იარცევი (მატვეევი) , რეზო ჩხიკვიშვილი , ირაკლი კავსაძე (დათო გიორგაძე)

ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა. გამუდმებული შინაგანი ბრძოლით გამწარებული კორინთელი, რომელსაც ვერ გაუგია, ვინ არის, თავის გადამრჩენელ ექიმს მოკლავს. მისი მეორე "მე", დავით გიორგაძის ტვინი, კორინთელის სხეულს ავარიაში დაღუპვას აიძულებს, რათა საკუთარი სული კორინთელის სხეულის ტყვეობიდან იხსნას.


გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.