ღამის ცეკვა

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, 2873 მეტრი, 105 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
სცენარის ავტორი: ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) ტატიშვილი
კომპოზიტორი: ავთო ნაცარაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: ლალი კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ ბეგალიშვილი (მოსე ლახიში) , ამირან (II) ამირანაშვილი (ჟიბა ლიახოვიჩი) , ბერდია ინწკირველი (მაქსიმა ტიტლიკანოვიჩი) , ბესარიონ (ბესო) გაბისონია (ჯიმი ჯაში) , ნანა რომელაშვილი (სტელა) , ზ. ერქომაიშვილი (არჩიბალდ სკლიფასოვსკი) , მ. იობიძე (სტელას დაქალი) , სერგო ურიადმყოფელი (ტელმან აზიზბეკოვი) , რუსუდან ქვლივიძე (იდა ლახიში) , თამთა გოგუაძე (ფრიდა ლახიში) , კახა გაბელაია (ივერი ზანდუკელი) , ავთო ნაცარაშვილი (გიტარისტი) , მზია მაღლაკელიძე (ბაბილინა პლიევა) , შ. ვაშაკიძე (ვალიდა) , ვ. კერესელიძე (შუშანა) , ჯიმშერ (ჯიმი) ლომიძე (დიდი მათხოვარი) , ხ. ლომიძე (პატარა მათხოვარი) , სერგო ტატალაშვილი (სუსუ ციმერმანი) , ა. ხვედელიძე (ლულა) , თ. ყულიევა (სვეტა) , ლუდმილა ალიმბარაშვილი (ოლიმპიადა) , ზენგ ხოანგ ნამი (ნამი) , კაო ვან ფიონგ (ფიონგი)

პროვინციული ქალაქის მტვრიანი გარეუბნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცემენტის ქარხანა და მისი საერთო საცხოვრებლის დისკოთეკაა. ქალაქის მოსახლეობა ინტერნაციონალურია, თუმცა ყველა ქართულად ლაპარაკობს და ზნე-ჩვეულებებიც ქართული აქვთ. მდორე და საეჭვო ცხოვრების მიუხედავად, ეს ადამიანები განსაცდელის ჟამს მოულოდნელ ღირსებებს გამოავლენენ.