ვირთხა

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2189 მეტრი, 80 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: პაატა მილორავა
სცენარის ავტორი: ლაშა იმედაშვილი , პაატა მილორავა
დამდგმელი ოპერატორი: ჯონი ყურაშვილი
დამდგმელი მხატვარი: მარინე ცომაია , გიორგი (გოგი) ქუთათელაძე
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: ლალი კოლხიდაშვილი
ფესტივალები და პრიზები:
1991

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, კიევის კინოფესტივალი ”მოლოდოსტ”

თამაზ ბუჩუკურს უცნაური თვისება აღმოაჩნდება – მისი სახის გამოსახულება ფირზე არ აღიბეჭდება. უშიშროების ორგანოები ჩათვლიან, რომ ეს ფენომენი სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. სამედიცინო გამოკვლევებით დათრგუნული, შეშინებული თამაზი გარე სამყაროსთან ურთიერთობას გაწყვეტს და სარდაფში ჩაიკეტება. თამაზის ცოლი ქმრის გაუჩინარებით დაეჭვებულ სამართალდამცავთა შეურაცხყოფას ვეღარ აიტანს და ღირსებადაკარგულ, სოროში ვირთხასავით გამომწყვდეულ ქმარს მიატოვებს. ქვეყანაში ვითარება იცვლება, თამაზს აღარავინ ერჩის, მაგრამ სარდაფს შეჩვეულ "ვირთხას" ადამიანური თვისებების დაბრუნება აღარ სურს.