ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)

მთავარი icon ფილმები  icon ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)

ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2753 მეტრი, 99 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი: ქეთი დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: იური გეგეშიძე
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი
მონტაჟი: როზა ჯიკაევა
პროდიუსერი: შოთა ხოსრუაშვილი
მონაწილეობენ: მერაბ ნინიძე (ორფეოსი) , მარი (მარინა) ჯანაშია (ევრიდიკე) , რეზო ჩხიკვიშვილი (სიკვდილი) , ლია კაპანაძე (დედა) , ედიშერ მაღალაშვილი (მამა) , ჯემალ მონიავა (საყვარელი) , თამაზ თოლორაია (იმპრესარიო) , რამაზ იოსელიანი (მსახიობი კაცი) , მზისა ქარჩავა (მსახიობი ქალი) , გივი დგებუაძე (ოფიციანტი) , ქეთი დოლიძე (მოლარე) , ლევან ჟივიძე (ადმინისტრატორი) , თამარ ბზიავა

ორფეოსისა და ევრიდიკეს მითის თანამედროვე გააზრებით ფილმი სიკვდილ-სიცოცხლის, ერთგულებისა და ღალატის მარადიულ თემებს ეხება. ფილმის სხვა გმირებთან ერთად ევრიდიკე და ორფეოსი რკინიგზის სადგურის ბაქანზე ხვდებიან. მათ შორის არის სიკვდილიც, რომელიც ევრიდიკეს დაღუპავს. ორფეოსი ამაოდ ცდილობს ევრიდიკეს სიკვდილის საუფლოდან დახსნას. ბაქანზე განუწყვეტლივ ისმის მატარებლის ხმა – ეს სიმბოლური მინიშნებაა ცხოვრების მატარებელზე, რომელშიც ფილმის ვერც ერთი გმირი ვერ მოხვდა.


გადაღებულია ჟან ანუის ნაწარმოებების მოტივების მიხედვით