უძინართა მზე

დრამა  

სტუდია "ადამი და ევა"  

ხანგრძლივობა: 14 ნაწილი, 3557 მეტრი, 130 წუთი

გამოშვების წელი: 1992

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი , ნუგზარ ნოზაძე
დამდგმელი მხატვარი: თემურ ხმალაძე , თამაზ ლომია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე
მონტაჟი: გიული გრიგორიანი
ფესტივალები და პრიზები:
1992

ჟიურის სპეციალური პრიზი, ბერლინის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალი

ბუნებით მაძიებელი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს... მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს გაუშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით გაიკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც. მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო მამის ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ "პელეს" მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ექსპერიმენტის დადებით შედეგზე მეტყველებს.

მუსიკალური გაფორმება: თემურ ბაბლუანისა