ისინი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 13 ნაწილი, 3420 მეტრი, 125 წუთი

გამოშვების წელი: 1992

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი
სცენარის ავტორი: გია ბადრიძე , ლევან ზაქარეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ოლეგ ბაშნინი
დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი , გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: თამაზ ყურაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე
მონტაჟი: ლალი კოლხიდაშვილი , ნუნუ თავბერიძე
პროდიუსერი: ზურაბ დიღმელაშვილი , გიორგი სალაძე , რობერტ ბაქრაძე , თამაზ ორაშვილი

თბილისელი გია ბარბაქაძისთვის, ზოგიერთი თანატოლის მსგავსად, თვითდამკვიდრების სარბიელს კრიმინალური სამყარო წარმოადგენს. ნარკოტიკების შოვნასა და რეალიზაციაში გაბმული, თავად ნარკომანი გია შუა აზიის ნარკომაფიის მამამთავრად იქცევა, კარგავს მეგობრებს, ახლობლებს, ირღვევა ადამიანური ურთიერთობები. ახალგაზრდა კაცის აზრდაკარგული ცხოვრება ტრაგიკულ დასასრულამდე მიდის.