დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...)

მთავარი icon ფილმები  icon დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...)

დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...)

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2189 მეტრი, 80 წუთი

გამოშვების წელი: 1993

 

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი: გია ბადრიძე , ქეთი დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: ლალი ბადრიძე
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: თეიმურაზ მეგრელიშვილი , ლეონიდ კოსმატოვი
მონტაჟი: ე. კურკოვსკა , როზა ჯიკაევა

პოლონეთში სამეცნიერო სიმპოზიუმზე გამგზავრებულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფს ძველ ციხე-სიმაგრეში დააბინავებენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრით პოლონელ დიდგვაროვანთა შთამომავალი, შუახნის მამაკაცი მოიხიბლება. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტეს დროს მაღაზიებში სირბილს ანდომებენ, ქართველი ქალი მარადიული სულიერი ფასეულობების დამფასებელი აღმოჩნდება. მანამდე მოკრძალებულ, შეუმჩნეველ მეცნიერს სიყვარული მომხიბვლელ ქალად აქცევს. მივლინებიდან დაბრუნებულს მოკლე ხანში შეყვარებული სამშობლოში ჩამოაკითხავს.