ბებერი მეზურნეები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2150 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1973 , პრემიერა: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი , ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

ძველი თბილისის ერთ ეზოში ბებერი მეზურნეები ცხოვრობენ. შვილები ომში დაეღუპათ, შთამომავლობის გარეშე დარჩენილებს მხოლოდ მათზე მზრუნველი ერთგული მეუღლეები შემორჩათ. წარსულის მოგონებებით საზრდოობენ, ხან ზურნას ააკვნესებენ, ხან ბაიათებს დაამღერებენ. წუხან, რომ ახალგაზრდებს ტრადიციული საკრავები აღარ იზიდავს და უცხოურს ამჯობინებენ. ძველი მეგობრები ყოველი ახალი დღის გათენებას სევდანარევი სიხარულით ეგებებიან.