ჩემი ბოშები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2092 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1987

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ლეილა გორდელაძე
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: იოსებ კეჭაყმაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი , ქეთევან თაღნიაშვილი
მონაწილეობენ: მიტო მაჭუტაძე (ნოდარი) , ნაზი კეჭაყმაძე (ბებია) , სვეტლანა ტომა , არტურ ჟუკოვი (სავკა) , რედიკა სანდუ (მარიანკა) , ვლადიმერ საკიზჩი , მიხაი ფუსუ (მიხალა) , გელა გიორგაძე (გენო) , კახა გიორგაძე (ჯემალი) , რუსუდან ქვლივიძე , მიხეილ ვაშაძე (ლევარსი ბერეჟიანი) , სონია გორშკოვა (დუსია) , გულჩინა დადიანი , ცისანა გოქსაძე , გოჩა ყურაშვილი , თამარ მამულაშვილი , გოვენ ჭეიშვილი , იური ჯიჯეიშვილი , ე. ნეგრუ , ა. კოვალსკაია , პავლე ლომინაძე , ი. ახვერდოვა , ე. ტუღუში , ზ. რატიეშვილი , ტ. მელუა , მ. კორინთელი , ნ. სალუქვაძე , ნ. გეგენავა , ბ. სიხარულიძე , თამთა გოგუაძე , ზ. ნაზაროვი , ლ. მორჩილაძე , შ. თანდიაშვილი , პ. პატეიშვილი

მეორე მსოფლიო ომი. გურიის სოფელს მის მახლობლად დაბანაკებული ბოშების ხმაური გამოაცოცხლებს, კოცონის გარშემო ნამღერი სიმღერები სოფლის ბავშვებს მიიზიდავს, მჭედელს საქმე არ ელევა, გურული ქალები მკითხავისგან ფრონტზე მყოფი ახლობლების ბედის გაგებას ცდილობენ, სანაცვლოდ კი ბოშებს საჭმელ–სასმელს აწვდიან. ახალშობილ ბოშა ბიჭს დაღუპული თანასოფლელის სახელს დაარქმევენ... ბოშები როგორც მოვიდნენ, ისე ჩუმად გაიპარებიან, მასპინძლების საქონელს და ნივთებსაც თან გაიყოლებენ. გურულები აღშფოთდებიან, მაგრამ როდესაც ბოშებს მილიცია დააკავებს ქურდობისთვის, იტყვიან, რომ მათ ყველაფერი თვითონ აჩუქეს.


გადაღებულია ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით