მევლუდი

ისტორიულ-ბიოგრაფიული  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2159 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1985

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი , ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: გომარ სიხარულიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: მარინა კოლხიდაშვილი , ლალი ლაფანაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ ცინცქილაძე (მევლუდი) , გიორგი გელოვანი (თოფან ბეგი) , გივი ჩუგუაშვილი (კაზანჯოღლი) , ეკა ქუთათელაძე (ფატი) , მანუჩარ შერვაშიძე (შევქეთ აღა) , ამირან ქადეიშვილი (ერმილე მამალაძე) , ნოდარ იაკობიძე (ცევაძე) , შოთა სხირტლაძე (ილია ხელაძე) , მ. გათენაძე (ნუარი) , მალხაზ ბებურიშვილი (ჭანუყვაძე) , ც. ბრეგვაძე , ტატიანა ლავრენტიევა , იგორ ბალა , ალექსანდრე ავჩინიკოვი , სერგეი ხარჩენკო , ლერი გაფრინდაშვილი , გ. მიხელიძე , ქართლოს მარადიშვილი (თავადი – ლევან მიქელაძე) , ვალენტინა სიომინა , მიხეილ მინეევი , კოტე ბურჯანაძე , ნოდარ სოხაძე , შალვა აბაშიძე , კ. ბადიცკი , იური ჯიჯეიშვილი , გივი ჯაჯანიძე , ვ. გაგუა , ვლადიმერ ჩიტიშვილი , ვოლდემარ გრუზეცი , ც. მამალაძე , ა. კიპკოტაძე

პოლიცია აჭარის ჩაგრული მოსახლეობის ქომაგის მევლუდ დიასამიძის სახელის გატეხას ცდილობს. მას რომ ვერ ჩაიგდებს ხელში. მის ცოლ-შვილს შეიპყრობს. მევლუდი მეფის მოხელეს, თოფჩან-ბეგს მიუხტება და დატყვევებულთა გათავისუფლებას მოსთხოვს. მევლუდის ვაჟკაცობით მოხიბლული ბეგი ფულს და ოსმალეთში გაქცევას შესთავაზებს, მაგრამ მევლუდი ხიზნობას სამშობლოში სიკვდილს არჩევს. მას ღალატით შეიპყრობენ და აიძულებენ რევოლუციონერებთან კავშირი აღიაროს. ადვოკატი დუმბროვსკი გლეხის გაყაჩაღებას სოციალური უსამართლობით ახსნის და სასიკვდილო განაჩენს კატორღით შეაცვლევინებს. თოფჩან-ბეგი მევლუდს იარაღს გადასცემს და კვლავ გაქცევას ურჩევს. გაქცევის მცდელობისას მევლუდს მოკლავენ.


გადაღებულია პარმენ ლორიას რომანის მიხედვით