ბაგრატიონი

ისტორიულ-ბიოგრაფიული  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 17 ნაწილი, 4466 მეტრი, 161 წუთი

გამოშვების წელი: 1985

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე , გიული ჭოხონელიძე
სცენარის ავტორი: ვასილ სოლოვიოვი , გიული ჭოხონელიძე
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ კლიმოვი
დამდგმელი მხატვარი: ევგენი მარკოვიჩი , ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: ვიაჩესლავ ოვჩინიკოვი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე მარქარიანი
მონტაჟი: ტ. ლიხაჩოვა , ტ. ბელოუსოვა
მონაწილეობენ: გიული ჭოხონელიძე (ბაგრატიონი) , იური კატინ-იარცევი , მიხეილ კუზნეცოვი , ულდის ლიელდიჯი , ვიქტორ მურგანოვი , ჟანრი ლოლაშვილი , ირინა მალიშევა , ლია ელიავა , ირინა ალფიოროვა , პაულ ბუტკევიჩი , პ. მახოტინი , ვლადიმერ კონკინი , ს. მილივანოვი , ანრის ლიციტისი , ვიქტორ ლაზარევი , ვლადიმერ დრუჟნიკოვი , გიო მგელაძე , ა. ლუკიანოვი , ვლადიმერ კოსტიუკი , ალექსანდრე მეძმარიაშვილი , ი. კონონიხინი , ლევ პოლიაკოვი , ა. ვერტოგრადოვი , პავლე ვინიკი , ვ. კარდონოვი , გიორგი გეორგიუ , ვ. ვილსკი , ზურაბ ყიფშიძე , ვ. პრივალოვი , პ. ალექსეევი , ნიკოლოზ გორლოვი , ვ. ვიაზოვიკი , ლეონიდ ხარიტონოვი , ბ. იურჩენკო , რევაზ იაშვილი , ლევან მსხილაძე

ბოროდინოს ველზე ნაპოლეონის ჯართან შეტაკებაში მძიმედ დაჭრილ, საწოლს მიჯაჭვულ გენერალ პეტრე ბაგრატიონს საყვარელი მამიდა თავს დასტრიალებს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სახელოვანი სარდალი განვლილი ცხოვრების გზას იხსენებს: ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელმაც სამხედრო სამსახური სერჟანტობით დაიწყო და ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა, პირად ცხოვრებაში ბედი არ სწყალობდა. ცნობა ნაპოლეონის მოსკოვში უბრძოლველად შესვლის შესახებ მომაკვდავ გენერალს ბოლოს მოუღებს.