ძმა

სათავგადასავლო / ისტორიულ-რევოლუციური  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2144 მეტრი, 77 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი
დამდგმელი მხატვარი: ნუგზარ ბაიდარაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: ნუნუ თავბერიძე
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

სოციალური უსამართლობის გამო მთავრობასთან დაპირისპირებული, სოციალისტებთან კავშირისთვის კატორღაში გადასახლებული, ერთ დროს პატიოსანი მშრომელი გლეხი გიო მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდება, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილია, საერთოს ვეღარც ყოფილ თანამოაზრეებთან პოულობს. გიოს ერთადერთი გულშემატკივარი მისი ძმა ბექარია. გიოს ჟანდარმერიის უფროსი ფაღავა დევნის, საშველს არ აძლევს და ბოლოსდაბოლოს მოკლავს კიდეც. ფაღავა ბექარს ჟანდარმერიაში სამსახურს შესთავაზებს, მაგრამ ძმის სიკვდილით და ფაღავას ვერაგობით გამწარებული ბიჭი ძმის მკვლელს სიცოცხლეს გამოასალმებს.