რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

მთავარი icon ფილმები  icon რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2574 მეტრი, 95 წუთი

გამოშვების წელი: 1978

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ზაირა არსენიშვილი , ერლომ ახვლედიანი , ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ერქომაიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე
მონაწილეობენ: სოფიკო ჭიაურელი (სოფიკო) , გია ბადრიძე (არჩილი) , ქეთევან ორახელაშვილი (სოფიკოს დედა) , ჟანრი ლოლაშვილი (ირაკლი) , სალომე ყანჩელი (მარო) , ქეთევან ბოჭორიშვილი (ქეთო) , სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი (ეკა) , ლევან აბაშიძე (სანდრო) , ანა ნიჟარაძე , თამარ გედევანიშვილი , გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე , ბერტა ხაფავა , თეა (ნათელა) გაბუნია , ვიქტორ ნინიძე , მანანა გამცემლიძე , თამარ თვალიაშვილი , ა. ამირეჯიბი , ვლადიმერ (ლადო) მექვაბიშვილი , ნანა ჯორჯაძე , გურამ პეტრიაშვილი , ნანა მჭედლიძე , თენგიზ მაღალაშვილი , ქეთი ალექსი-მესხიშვილი , რ. ლანდია , ნინო გორდელაძე , მიხეილ ნანეიშვილი , მარინა კობახიძე , ერეკლე აბაშიძე , შოთა დაუშვილი , ნელი მესხაძე
ფესტივალები და პრიზები:
1979

გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია

ცნობილ ჟურნალისტს სოფიკოს საზოგადოებრივი თუ ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად მრავალი ადამიანი მიმართავს. მუდამ დატვირთული, სხვათა საქმეების მოგვარებაზე მზრუნველი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საკუთარი ოჯახისთვის დრო აღარ რჩება. მისი მოუცლელობით დაღლილ მეუღლეს სხვა ქალთან გაუბამს ურთიერთობა. სოფიკო ამას მწვავედ განიცდის, მაგრამ პირად გრძნობებს თავს არავის ახვევს, შვებას კვლავ საყვარელ პროფესიაში პოულობს.