ესკულაპეს მოწაფე

მელოდრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2374 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1977

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი: თეიმურაზ მაღლაფერიძე , ოთარ აბესაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ლუსია ვარტიკიანი

ფილმი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მომსახურეთა ყოფა-ცხოვრებას, აგრეთვე ბუნებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის აქტუალურ პრობლემებს აშუქებს. ქარხანაში სამუშაოდ მივლინებული ახალგაზრდა ექიმი გურამ ახალკაცი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ქარხნის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად დაბინძურებული გარემოს დასაცავად ხელმძღვანელ მუშაკებს დაუპირისპირდება...