ღვინის ქურდები

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 846 მეტრი, 31 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
სცენარის ავტორი: ელგუჯა ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ რუხაძე
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს.


გადაღებულია შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით