კიბე

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 776 მეტრი, 28 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური , ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი

მილიციის ინსპექტორ ქათამაძეს მოხდენილი ქალიშვილი თამუნია უყვარს, საპატიო ესკორტივით ფეხდაფეხ დასდევს. თამუნიას სახლამდე მისაცილებლად ხანდახან პოსტსაც ტოვებს. სწორედ ასეთ დროს ავარია მოხდება, ქათამაძეს მილიციიდან დაითხოვენ. ყოფილ ინსპექტორს საბავშვო ბაღში მოტოროლერით ფუნთუშები მიაქვს, შემდეგ კი თამუნიას სახლთან არის ატუზული. ქალიშვილი მის ერთგულებას დააფასებს და სიყვარულით უპასუხებს.