გზა მშვიდობისა, ჯაყო !

მთავარი icon ფილმები  icon გზა მშვიდობისა, ჯაყო !

გზა მშვიდობისა, ჯაყო !

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2153 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე , მერაბ კოკოჩაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე , დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: ანზორ ერქომაიშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა , მ. ფაშტიანი
მონაწილეობენ: გია იაშვილი (ავთანდილ ჯაყელი) , სანდრო ერისთავი (პატარა ჯაყო) , ვ. რამოევი (აბო) , ნანი ჩიქვინიძე (დედა) , ვასო (კოწო) ამაშუკელი (ვანიჩკა ბიძია) , სლავა სტეპანენკო (შჩერბინა) , გოგი შენგელია (მაიორი ჩხარტიშვილი) , მაია პიპინაშვილი (დადუნა) , ნანა ქავთარაძე (ფერიდე) , რ. მამფორია (მევნუნე) , ზურაბ ღავთაძე (გელა) , რეზო ჭეიშვილი (მწერალი) , ვ. პლუგატირი (პარხომენკო) , ჯუმბერ შაქარაშვილი (ძნელაძე) , ნ. მაშტალიოროვა , მანანა გაგნიძე , ქ. ჭავჭანიძე , ი. მგალობლიშვილი , ვ. კორნევი , გ. გავკინი , გ. გიგინეიშვილი , ვ. ახვლედიანი , გ. ბარიშნიკოვი , რ. მაყაშვილი , ნ. სულხანიშვილი , გ. ყაველაშვილი , ნ. სოსნოვსკაია , ნინო თუთბერიძე , შალვა კოკოჩაშვილი

ფილმი მესაზღვრეთა ხიფათიან ცხოვრებას ასახავს. ავთანდილ ჯაყელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს საზღვრისპირა სოფელში იხდის. ხშირად იგონებს დედ-მამას, მეგობრებს, მეზობელ გოგონას, დადუნას... მასზე ძლიერ იმოქმედებს მეგობარი ჯარისკაცის, შჩერბინას დაღუპვა. თბილისში შვებულებით ჩამოსულ ჯაყელს დადუნა თავის მეგობრებთან დაპატიჟებს. ჯაყელს აღიზიანებს ამ ახალგაზრდების უდარდელობა. იგი მათ ჯარისკაც შჩერბინას დაღუპვის წინ დაწერილ წერილს წაუკითხავს და ჩააფიქრებს. ავთანდილი შვებულების დამთავრებისთანავე ნაწილში დაბრუნდება და სავალდებულო სამსახურს გააგრძელებს.


გადაღებულია ნოდარ დუმბაძის რომან "ნუ გეშინია, დედას" მიხედვით