დაიბადა 1964 წლის 8 იანვარს თბილისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის თეატრალური სახელოსნო. ამავე წელს მიიღო პეტერბურგის სადიპლომო ნამუშევრების საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი. 1990 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები: 1995 წელს ბათუმში, 1997 წელს აშშ-ში, 1998 წელს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში თბილისში, 1999 წელს გალერეაში ”TMS” თბილისში, 2008 წელს გალერეაში ”შარდენი” თბილისში და 2009 წელს ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში წინანდალში. 1989-1995 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1998 წლიდან მოღვაწეობს თეატრალურ სარდაფში დამდგმელ მხატვრად.