ნერგები

ლირიული დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2492 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1972 , პრემიერა: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი , ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
მონაწილეობენ: რამაზ ჩხიკვაძე (ლუკა ბაბუა) , მიშა მესხი (კახა) , მერი ქორელი (ბებია ელისაბედი) , სესილია თაყაიშვილი (ციცინო) , ზეინაბ ბოცვაძე (კახას დედა) , ზურაბ ქაფიანიძე (მეურმე) , მიხეილ ვაშაძე (დათეშიძე) , სერაფიმ სტრელკოვი (მისტერ ფლეტჩერი) , კახი კავსაძე (დავითი) , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე , ჯემალ ღაღანიძე (სასტუმროს ადმინისტრატორი ) , ლია კაპანაძე (ქვრივი ქალი) , ვასილ კახნიაშვილი , ირაკლი ნიჟარაძე , ბონდო გოგინავა (ბონდოია) , მერი ერგნელი-ყიასაშვილი , ლევან (ლეო) სოხაშვილი , ნინა მანშტალიროვა , ნედა ღამბარაშვილი , გელა ჩარკვიანი , გივი თოხაძე , გოჩა ლომია (სატვირთოს მძღოლი) , ირაკლი ქოქრაშვილი (გლეხი) , ერვინ კნაუსმიულერი (ამერიკელი ტურისტი) , ზოზო (იასონ) ბაქრაძე (ავტობუსის მძღოლი)

მოხუცი ლუკა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად მსხლის იშვიათი ჯიშის, ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება. მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია - გზაში ჭკნობას იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს – ბორბლებქვეშ ჩაუყრის და მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.