ზღვის მგელი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 544 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1972

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი , რევაზ ჭარხალაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: მარიამ ფრიდონოვა

არსენას ყანაში მუშაობა მობეზრდა და სამუშაოდ გემზე წასვლა გადაწყვიტა. ბათუმში კინოექსპედიციაში დაიწყო მუშაობა მაშველად. ჯგუფის დირექტორმა ის რეჟისორს გამოცდილ მეზღვაურად წარუდგინა. არსენა გადამღები ჯგუფის შფოთიან ცხოვრებას ვერ შეეგუა, უსაქმურობისგან დაღლილი, ყველას ფეხებში ედებოდა, მოენატრა სოფელი, თავისიანები და ყანა. ერთხელ კინაღამ დაიხრჩო – როგორც გამოირკვა, ნაქებ "ზღვის მგელს" ცურვაც არ სცოდნია. შერცხვენილი არსენა სოფელს დაუბრუნდა.