დაისი

ფილმი-ოპერა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2093 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1971

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ჯანსუღ ჩარკვიანი , ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ზაქარია ფალიაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი

სოფლის დღესასწაულზე მარო თავისი სატრფოს, მალხაზის სამშობლოში დაბრუნებას შეიტყობს, რომლის არყოფნაში ის მხედართმთავარ კიაზოზე დაინიშნა. კიაზო ცანგალასგან გაიგებს, რომ მალხაზი და მარო ერთმანეთს შეხვდნენ და მალხაზთან შებმას დააპირებს, მაგრამ ამ დროს მაცნეს მტრის თავდასხმის ამბავი მოაქვს. კიაზო მტერთან საბრძოლველად ლაშქარს შეყრის. ომში წასვლის წინ მარო კიაზოს გამოუტყდება, რომ არ უყვარს და ბეჭედს დაუბრუნებს. გაცოფებული კიაზო სასიკვდილოდ დაჭრის მალხაზს და სამშობლოს დასაცავად ლაშქარს წინ გაუძღვება.

სიმღერებს ასრულებენ: მედეა ამირანაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, თენგიზ ზეინკლიშვილი, ირაკლი შუშანია, თამარ გურგენიძე, გივი ტორონჯაძე,…
გადაღებულია ზაქარია ფალიაშვილის ამავე სახელწოდების ოპერის მიხედვით.