დაიბადა 1931 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962-63 წ.წ. იყო ჟურნალ "ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წ.წ. - ჟურნალ "დილას” მთვარი რედაქტორი, 1967-77 წ.წ.წ - ჟურნალ "ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წ.წ. - საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ "დროშას” მთავარი რეადქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (1995, 1999) დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება "თბილისელის” პრეზიდენტი. საქართველოს კომკავშირის სახელობის პრემიის ლაურიატი (1967), ხალხთა მეგობრობის ორდენოსანი(1981). 1978 წელს მიენიჭა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1998 წელს - შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. 1985 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ღირსების ორდენის კავალერი (1995). თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).