ეპისკოპისი ნადირობაზე

მთავარი icon ფილმები  icon ეპისკოპისი ნადირობაზე

ეპისკოპისი ნადირობაზე

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 693 მეტრი, 25 წუთი

გამოშვების წელი: 1971

 

დამდგმელი რეჟისორი: ლიანა ელიავა
სცენარის ავტორი: ლიანა ელიავა
დამდგმელი ოპერატორი: შოთა კილაძე
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: სერგო ჟვანია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ნუცა შოშიტაიშვილი
მონაწილეობენ: შალვა ხერხეულიძე (ეპისკოპოსი) , მიხეილ ვაშაძე (მღვდელი) , ვარლამ (ვალოდია) წულაძე (დეკანოზი) , აკაკი (კაკო) ბაქრაძე (აზნაური) , როდერ ჩაჩანიძე (დიაკონი) , ვ. ბახტურიძე (მედავითნე) , შალვა ბეჟუაშვილი (მოხუცი აზნაური) , ვანო მაჭავარიანი (მსახური)

ეპისკოპოსმა თადეოზ მღვდლის დასჯა გადაწყვიტა, რომელიც ნადირობის და თევზაობის გამო წირვაზე ხშირად იგვიანებდა. ახალი ეკლესიის საკურთხებლად მიმავალ ეპისკოპოსს ბუჩქებიდან კურდღელი გამოუხტა. ნადირობის ჟინით ატაცებულმა ანაფორა გაიხადა, ჯორიდან ჩამოხტა და კურდღელს ჩირგვებში გაეკიდა. როცა გამოერკვა, დარცხვენილმა ნადირობის სიყვარული თადეოზ მღვდელსაც შეუნდო.


გადაღებულია ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით