ჩამავალი მზე

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 682 მეტრი, 25 წუთი

გამოშვების წელი: 1970

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე , თემურ ფალავანდიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: ვახტანგ კუხიანიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

ცნობილმა პედაგოგმა სანდრომ ცხოვრების საინტერესო გზა განვლო, თუმცა ბევრი ოცნება აუხდენელი დარჩა. ჭარმაგი მოხუცი კვლავ საგმირო საქმეებზე ფიქრობს. დონ-კიხოტური შემართებით ილტვის კეთილი საქმეების განსახორციელებლად, წარმოიდგენს კიდეც, თითქოს თეთრი გემით შორეულ ქვეყანაში მიემგზავრება. სანდროს ცხოვრება რაღაცით ჰგავს დიდ ჩამავალ მზეს.