ფიროსმანი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2250 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1969

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: ერლომ ახვლედიანი , გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი , კონსტანტინე აპრიატინი , დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: ავთანდილ ვარაზი , ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: ვახტანგ კუხიანიძე , ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი
მონტაჟი: მანანა ყარალაშვილი
ფესტივალები და პრიზები:

გრან-პრი "ოქროს ჰიუგო" ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი (აშშ)

ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია

1974

აზოლოს (იტალია), საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი

მირზაანიდან თბილისში ჩამოსულმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანაშვილმა ერთხანს მატარებლის გამყოლად იმუშავა, მერე დუქანი გახსნა, მაგრამ ვაჭრობას ალღო ვერ აუღო და დუქნების მოხატვას მიჰყო ხელი. ნაშოვნ გროშებს საღებავსა და ჭიქა ღვინოში ხარჯავდა, კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე ქალზე, მარგარიტაზე ოცნებობდა... ერთხელ დუქანში შესული მხატვრები ნიკალას ნამუშევრებით დაინტერესდნენ, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს და მხატვართა საზოგადოების შეკრებაზე მიიწვიეს. გახარებულ ნიკალას პროფესიონალებთან გასაუბრების საშუალება მიეცა, მაგრამ მხატვრებმა ფიროსმანის ხელოვნება არ აღიარეს და გაზეთში მისი კარიკატურა გამოაქვეყნეს. მარტოსულმა, ავადმყოფმა ნიკალამ სიღატაკეში დალია სული.