ლონდრე

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2491 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1966 , პრემიერა: 1968

 

დამდგმელი რეჟისორი: თამაზ მელიავა
სცენარის ავტორი: ოთარ ჭილაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვლადიმერ პოლიკარპოვი

ლონდრე ჯარისკაცთა რაზმს ჩამორჩება, ღამეს ეკლესიაში გაათევს და მღვდლის მსახურს, გაბრიელს გაიცნობს, რომელიც შესჩივლებს, რომ მღვდელს მისი შეყვარებული ცირა ოთახში ჰყავს გამოკეტილი. ლონდრე გაბრიელს ცირას ოთახის ქვეშ ხვრელს გაათხრევინებს, ქალს გაათავისუფლებინებს და ჯვრის დასაწერად მღვდელს მოაწვევინებს. პატარძლისა და ტყვე ცირას მსგავსებით გაოგნებული მღვდელი გვიან მიხვდება, რომ გააბრიყვეს. ლონდრე ქალაქის თავსაც გაასულელებს და ბრაზისგან ჭკუიდან შეშლის. კმაყოფილი, რომ ახალგაზრდები გააბედნიერა, რეგვნები კი დასაჯა, ლონდრე ქალაქს დატოვებს და შარაგზას გაუყვება.


ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე