შეხვედრა მთაში

მუსიკალური კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2125 მეტრი, 77 წუთი

გამოშვების წელი: 1966 , პრემიერა: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: პეტრე გრუზინსკი , ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი

ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ გაეცნოს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად ჩაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შეტოპა, ვახტანგს თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა. ვახტანგი მიხვდება, რომ მზევინარის სახით ნიჭიერი მსახიობი, ლალი მინდელი შეუყვარდა და თავის გულუბრყვილობაზე გაეღიმება.