დაიბადა ქ. თბილისში 1920 წლის 28 მარტს. 1933 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ფსევდონიმით თამარაშვილი. 1937–45 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1955 წლიდან მუშაობდა კ/ს "ქართულ ფილმში". მონაწილეობდა მხატვრულ, დოკუმენტურ, სამეცნიერო–პოპულარულ, მულტფილმების და მუსიკალური კომედიის ჟანრში. იყო მრავალი პოპულარული სიმღერის და ტექსტის ავტორი.