ხევსურული ბალადა

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2450 მეტრი, 89 წუთი

გამოშვების წელი: 1965 , პრემიერა: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
ფესტივალები და პრიზები:
1967

პრიზი "ოქროს ედელვაისი", ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი

ნიჭიერ მხატვარს, იმედას ბავშვობაში მამა მოსისხლემ მოუკლა. მას შემდეგ თბილისში, მამის მეგობართან იზრდებოდა... თხუთმეტი წლის შემდეგ, ბიძაშვილის მიწვევით, იმედა მშობლიურ ხევსურეთს ესტუმრება. ბუნებით და ადამიანებით მოხიბლული მხატვარი გატაცებით მუშაობს, ქალაქში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან ხევსური ქალი, მზექალა შეუყვარდება. მზექალა თორღვასაც უყვარს, ის იმედას ხმალში გამოიწვევს. იმედას თორღვა შემოაკვდება. მოსისხლეებს რომ გაარიდონ, იმედასა და მზექალას სოფლიდან გააპარებენ, მაგრამ მათ მდევარი წამოეწევა და ნასროლი ტყვია მზექალას შეიწირავს.