მიქელა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 1320 მეტრი, 48 წუთი

გამოშვების წელი: 1965 , პრემიერა: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: ელდარ შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი

მიქელას მრავალრიცხოვან ოჯახს უკურნებელი სენი დაერევა, სიკვდილს მხოლოდ რძალი და ორი შვილიშვილი გადაურჩება. გვარის ამოწყვეტის შიშით შეპყრობილი მიქელა ბოროტი სულების განსადევნად სახლს ადგილს შეუცვლის და უმცროს შვილიშვილს სხვა სოფელში გახიზნავს, უფროსს, სპიდონას კი, რომელიც ყველას უამბობს "უფალმა საიქიოდან მომაბრუნა და ერთი წლის შემდეგ უკან წამიყვანსო", ფაცხაში დააბინავებს. ღამე ქარიშხალი ამოვარდება. მიქელას სწამს, რომ ბავშვს ღვთის დანიშნულ დროზე ადრე არაფერი მოუვა და უყურადღებოდ მიატოვებს. მოვარდნილი ნიაღვარი სპიდონას დაახრჩობს.


გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით