ზღვის ბილიკი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1889 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1962 , პრემიერა: 1964

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე , რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი , ალექსანდრე ვერულეიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

მოხუცი მეზღვაური დღეებს ზღვის სანაპიროზე ატარებს და უკიდეგანო სივრცის ჭვრეტით ტკბება. ახალგაზრდების შემყურე, ერთ დღეს ცდუნებას ვერ გაუძლებს, ტალღებში გადაეშვება და მათ მხარდამხარ გაცურავს. ახალგაზრდებს შორის ყველაზე ღონიერი, დათო, მოხუცის გაფრთხილებას ყურს არ უგდებს, წინ თავდავიწყებით მიცურავს - მხიარული შეჯიბრი მალე სტიქიასთან ბრძოლად გადაიქცევა. მოხუცი უკანასკნელ ძალას მოიკრებს, რომ ძალაგამოცლილი ახალგაზრდა ტალღებს გამოსტაცოს და ნაპირზე გამოიყვანოს.


გადაღებულია იუზა ყაჭეიშვილის მოთხრობა "ზღვის ლომის" მიხედვით