ბურთი და მოედანი

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 753 მეტრი, 27 წუთი

გამოშვების წელი: 1961 , პრემიერა: 21.08.1962

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი , ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: რომან მახარაძე
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი

რაიონიდან ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩამოსული ბუხჰალტერი კუჭკუჭი შემთხვევით აბაზანაში ჩაიკეტება. ტრუსების ამარა დარჩენილი გასაშრობად თოკზე გაფენილ სხვის ტანსაცმელს გადაიცვამს და სტადიონისკენ მოკურცხლავს. სხვისი შარვლის ჯიბეში ფეხბურთის ბილეთს აღმოაჩენს, მაგრამ როდესაც "კანონიერ" ადგილს დაიკავებს, გვერდით მჯდომი მოქალაქე ჩხუბს დაუწყებს – კუჭკუჭის ტანზე თავისი ვაჟის პერანგს იცნობს. ფეხბურთის ფანატიკოს კუჭკუჭის სამსახურში დაგვიანებისთვის სასამართლოს მოუწყობენ.


გადაღებულია გიორგი ბერძენიშვილის მოთხრობა "გულშემატკივრის" მიხედვით