ენგურის ნაპირებზე

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2688 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1961 , პრემიერა: 12.12.1961

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: ალექსანდრე ვიტენზონი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი

გუალის მანოლი უყვარს და მასი ცოლად შერთვა უნდა, მაგრამ მანოლი ჯარიდან დაბრუნებულ თავის შეყვარებულს, ემზარს მიყვება ცოლად. გუალი მარცხს ვერ ეგუება და ერთ დღეს ემზარს ხრამში გადაჩეხავს. გონს მალე მოეგება, ემზარს გადაარჩენს და მის ცოლსაც დაეხმარება - ღამით, ავდარსა და უგზოობაში, ფეხმძიმე მანოლის საავადმყოფოში გადაიყვანს.


ფილმში მონაწილეობს მესტიის რაიონის სოფ. ფარის საკოლმეურნეო გუნდი დირიჟორი ზ. ხუროძე