კეთილი ადამიანები

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2389 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1961 , პრემიერა: 15.11.1961

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მეორე მსოფლიო ომში მამის დაღუპვის შემდეგ გიგა ბეთანელიც ფრონტზე წავა ჯარისკაცად, მაგრამ ფრონტის ნაცვლად დონბასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაში მოხვდება. ფრონტზე გაგზავნილ წერილებზე პასუხს რომ ვერ მიიღებს, ნანა გიგას დაღუპულად ჩათვლის. წლების შემდეგ გიგა სამშობლოში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაოდ ჩამოვა. იგი ახალშეძენილი მეგობრის, თამაზის ოჯახში სტუმრობისას ნანას შეხვდება, რომელიც თამაზის ცოლი გამხდარა. შეხვედრას ორივე მწვავედ განიცდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ გიგა გადაწყვეტს, რომ მეგობრის და საყვარელი ქალის ცხოვრების დანგრევის უფლება არა აქვს.