სად არის შენი ბედნიერება, მზია?

მთავარი icon ფილმები  icon სად არის შენი ბედნიერება, მზია?

სად არის შენი ბედნიერება, მზია?

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2293 მეტრი, 83 წუთი

გამოშვების წელი: 1959 , პრემიერა: 1961

 

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორი: ი. კროტკოვი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი

თანაკლასელები ელგუჯა და მზია სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ სოფელში დარჩენას გადაწყვეტენ, მაგრამ მზია იძულებული გახდება დედის ნებას დაყვეს და უმაღლესში ჩასაბარებლად ქალაქში გაემგზავროს. ბიძის აგარაკზე მზია ახალგაზრდა ინჟინერს, ლადო ჩხეტიანს გაიცნობს. თავაზიანობით, ქათინაურებით, უმაღლესში მოწყობაში დახმარების დაპირებით ჩხეტიანი დედა-შვილს თავბრუს დაახვევს. ვაჟი მზიას ქალაქგარეთ გაასეირნებს და ქალიშვილი მის არაგულწრფელობაში დარწმუნდება. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მზია სოფელში დაბრუნდება.


გადაღებულია გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობა "სიყვარულის" მიხედვით