ყვავილი თოვლზე

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 2003 მეტრი, 72 წუთი

გამოშვების წელი: 1959 , პრემიერა: 1961

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: შოთა მანაგაძე , გრიგორ კოლტუნოვი , გიორგი გელოვანი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი , ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

ახალგაზრდა ვეტერინარს, კახაბერს, მომღერალი ქალის გაცნობა გეგმებს შეაცვლევინებს. სოფელში სამუშაოდ გამგზავრების ნაცვლად ის ფილარმონიის კვარტეტის ადმინისტრატორად დაიწყებს მუშაობას. კახაბერი თავის გზას აცდება და ვერც ქალის გულს მოიგებს – დაბნეული ადმინისტრატორით ყველა უკმაყოფილოა. კახაბერს ამ სიტუაციიდან ზამთრის კურორტზე კვარტეტის საგასტროლო მოგზაურობის დროს გაცნობილი გოგონა, ციცინო იხსნის. იგი ურჩევს კახაბერს, შეუფერებელ საქმეს თავი ანებოს და სამუშაოდ მეურნეობაში დარჩეს. კახაბერი თავის ნამდვილ მოწოდებასაც მიაგნებს და სიყვარულსაც.