ნინო

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2286 მეტრი, 83 წუთი

გამოშვების წელი: 1959

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: ვიქტორ ჭანკვეტაძე
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მას შემდეგ, რაც არჩილი ოჯახს მიატოვებს და მომღერალ ეთერთან გადასახლდება, ნინოს მარტოს უწევს შვილების აღზრდა. შიშობს, რომელიმე მათგანი გზას არ ასცდეს. ეთერის უსაქმური ვაჟი კუკა არჩილს მომგებიან ობლიგაციას მოპარავს. არჩილი თავის შვილს, ნოდარს დაადანაშაულებს. ნოდარის სიმართლეში ეჭვი ნინოსაც შეეპარება. შეურაცხყოფილი ბავშვი სახლიდან გაიქცევა. დაძაბულობას თავად არჩილი განმუხტავს. იგი აღიარებს, რომ ობლიგაცია კუკას მოუპარავს, ცოლ-შვილს პატიებას თხოვს და ოჯახს დაუბრუნდება.