ფატიმა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2780 მეტრი, 100 წუთი

გამოშვების წელი: 1958 , პრემიერა: 31.03.1959

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: ბორის გალაევი , არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

თავად ალიმბეკის ოჯახში შვილივით გაზრდილი ფატიმა ორ ვაჟკაცს უყვარს - თავადის ვაჟს ჯამბულატს, რომელიც თითქმის ძმად ერგება და თავადის მოჯამაგირე იბრაჰიმს. თავადი შვილს ფატიმაზე დაქორწინების ნებას არ მისცემს, იბრაჰიმს კი სახლიდან გააგდებს. ომში მოხალისედ მიმავალი ჯამბულატი ფატიმას ერთგულების ფიცს ჩამოართმევს. გადის დრო. ჯამბულატი არ ჩანს. ლოდინით განაწამებ ფატიმას ადათი გათხოვებას ავალდებულებს. ქალი ქმრად ერთგულ იბრაჰიმს აირჩევს. მოულოდნელად გამოჩენილი ჯამბულატი ფატიმას დაბრუნებას ცდილობს. ქალი ქმარ-შვილს არ უღალატებს და როდესაც გამწარებული ჯამბულატი მეუღლეს მოუკლავს, ჭკუაზე შეიშლება.


გადაღებულია კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით.