ჭირვეული მეზობლები

კომედია  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1949 მეტრი, 70 წუთი

გამოშვების წელი: 1945

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ამირანი) , შალვა ღამბაშიძე (გრამიტონი) , ცეცილია წუწუნავა (პეპელა–ამირანის ცოლი) , სესილია თაყაიშვილი (მანანა–გრამიტონის ცოლი) , ლიანა ასათიანი (ციალა) , ამირან ტყებუჩავა (თენგიზი) , დუდუხანა წეროძე (ფოსტალიონი) , შალვა ჯაფარიძე (მამასახლისი) , აკაკი ხორავა (ქარხნის დირექტორი) , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (კოლ–ბის თავმჯდომარე) , კირა ანდრონიკაშვილი , ნუნუ მაჭავარიანი , ვასილ ბალანჩივაძე , შოთა კიკნაძე , ჩ. ჯაფარიძე (ციალა ბავშვობაში) , გ. გუნია (თენგიზი ბავშვობაში)

კოლმეურნე ბრიგადირები, ძველი მეგობრები ამირანი და გრამიტონი ფრონტის დასახმარებლად გამართულ შეჯიბრში ერთმანეთს ეცილებიან. თითოეული ცდილობს, ბრძოლის ველზე მყოფ მეომრებს სხვაზე მეტი დახმარება გაუგზავნოს. ამირანი ფრონტიდან მოსულ დეპეშას არასწორად ამოიკითხავს და გრამიტონის ვაჟს, თენგიზს დაღუპულად ჩათვლის. ამ ამბავს ძალიან განიცდის, ცდილობს გრამიტონს უბედურება დაუმალოს და ამით ტრაგი-კომიკურ დაძაბულობას ქმნის. გაუგებრობა მალე ირკვევა და ჭირვეული მეზობლები კვლავ მეგობრებად რჩებიან.


1966 წელს ფილმს ახალი რედაქცია გაუკეთა რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ