დაგვიანებული სასიძო

მთავარი icon ფილმები  icon დაგვიანებული სასიძო

დაგვიანებული სასიძო

კომედია  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2338 მეტრი, 85 წუთი

გამოშვების წელი: 1939 , პრემიერა: 03.06.1940

 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე
სცენარის ავტორი: კარლო გოგოძე , ვლადიმერ კარსანიძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე , კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი
კომპოზიტორი: შალვა მშველიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი
მონაწილეობენ: თამარ ციციშვილი (მარო) , ალექსანდრე ომიაძე (სანდრო) , ალექსანდრე კვალიაშვილი (ლუკა–სანდროს მეგობარი) , ცეცილია წუწუნავა (ელისაბედი–სანდროს დედა) , ნადეჟდა სირბილაძე (ლიზა–ლუკას ცოლი) , ზაალ ტერიშვილი (ნიკოლოზი–მაროს მამა) , კირილე მაჭარაძე (კირილე კოლ–ბის თავმჯდომარე) , შოთა ნოზაძე (შოთა–კოლმეურნე) , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ცეცილია–მაროს მეგობარი) , თამარ ბერიძე (თამრო– კირილეს ქალიშვილი) , ელიაზარ იმერელი (ელიზბარი) , გიორგი ჩახავა (ახალგაზრდა კოლმეურნე) , ნიკოლოზ კაჭარავა (ფეხბურთელი) , გ. თოფურია (ფეხბურთელი) , დავით ბრეგვაძე (ფეხბურთელი) , ვახტანგ ნინუა , ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი

მორიდებული სანდრო ვერ ბედავს სიყვარულში გამოუტყდეს თანასოფლელ ქალიშვილს, მაროს, რომელსაც, თავის მხრივ, ძალიან აეჭვიანებს სანდროს მეგობრობა ფეხბურთის ინსტრუქტორ ქალთან. მაროს ეჭვი უსაფუძვლოა, რადგან სანდრო გატაცებით მისდევს ფეხბურთს და ინსტრუქტორთან მხოლოდ სპორტული ინტერესი აკავშირებს.


ფილმი 1966 წელს აღადგინა რეჟისორმა კოტე მიქაბერიძემ