პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ პარიზში შიმშილმა და კომუნარების აჯანყებამ იფეთქა. კალატოზ ლუი რუს ცოლმა გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, შვილი ქმარს შეატოვა და ყასაბთან ერთად ვერსალში გაიქცა. ლუი ბარიკადებზე დაიღუპა, დამარცხებული კომუნარები დახვრიტეს. მათ შორის იყო ლუის პატარა ვაჟი, რომელსაც ვერსალელმა ოფიცერმა თავშესაქცევად პირში გაჩრილ ჩიბუხში ესროლა და მოკლა.