პეჩორინს ოფიცრის ჩინს ართმევენ და სამსახურის გასაგრძელებლად კავკასიის ერთ მთიან აულში გზავნიან. ერთფეროვანი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად პეჩორინი გასართობს პოულობს – აულის მკვიდრს, აზამატს, ჩერქეზი ყაზბიჩის ცხენის მოტაცებაში დახმარებას პირდება, სანაცვლოდ კი მის მშვენიერ დას, ბელას ითხოვს. პეჩორინი დაპირებებით შეაცდენს ბელას, მაგრამ ქალიც მალე მობეზრდება. ცხენის გატაცებით შეურაცხყოფილი ყაზბიჩი შურს იძიებს და ბელას მოკლავს. პეჩორინის გაქვავებულ გულს ეს ამბავი დიდად არ ააღელვებს.