დაიბადა 1972 წლის 9 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან მუშაობს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ში. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის შესახებ. 2010 წელს ფონდ ”ინტერნიუსთან” თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი ”ევროპის მეზობლები”. 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ”თი-სტუდია”-ს დამფუძნებელი.