2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომმა ორი მეგობარი ერთმანეთს დააშორა. ისინი სხვადასხვა მხარეს იბრძოდნენ. ახლა მიშა დევნილია და თბილისში ცხოვრობს, თემო - ცხინვალში, საკუთარ სახლში. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი სხვა თანამებრძოლებთან ერთად სტამბოლში ხვდებიან ერთმანეთს... ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გადატანილი ომის მიუხედავად ცდილობენ, ერთმანეთისაკენ გზები ისევ მოძებნონ.