1960 წლის 13 დეკემბერს საბჭოთა საქართველოს უშიშროების კომიტეტმა ოთხკაციანი ჯფუფი დააპატიმრა, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვის მკვლელობას გეგმავდა. დოკუმენტური ფილმი ამ საიდუმლო შეთქმულებას ეხება. ფილმში გამოყენებულია უნიკალური კინო- და ფოტომასალა და უშიშროების კომიტეტის საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ფილმის ავტორებს გაუხსნა.