თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმის კოლეჯის (მაგისტრის ხარისხი) დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად და სხვადასხვა პროექტების პროდიუსერად და რედაქტორად სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში, ასევე მედიის განვითარების არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერნიუსში". არის საპროდიუსერო კომპანია "არტეფაქტ პროდაქშენის" თანადამფუძნებელი.