შეუძლიათ თუ არა ადამიანის სახეებს უსიტყვოდ გადმოსცენ ჯოჯოხეთი, რომელიც გამოიარეს... ფილმი ექსპერიმენტია და მცდელობა იგრძნო ტრაგედია, რომლის გადმოსაცემად სიტყვები და დრამატული კადრები საკმარისი არ არის. ან ფილმი უბრალოდ სივრცეა – ათი წუთის მდუმარე სივრცე, რომელიც დროს გაძლევს იფიქრო საკუთარი თავის კავშირზე აგვისტოს რამდენიმედღიან ომთან.