87 წლის ალცნეი პანკისის ხეობის ყველაზე ავტორიტეტული ქალია. ის ერთადერთია, ვისაც იქაური თემი ჯერ საკუთარ პრობლემებს, შემდგომ კი გარდაცვლილებს ანდობს. თემს სჯერა, რომ ალცნეი ორივე სამყაროში მედიატორის როლს ასრულებს. როგორ ხდება ქალი ავტორიტეტი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატრიარქალურ სივრცეში – იქ, სადაც დღესაც ტრადიცია კანონზე მაღლა დგას? რა გამოარჩევს ალცანეის ხეობის დანარჩენი რამდენიმე ათასი ქალისგან?