დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი ანიმაციის რეჟისორის სპეციალობით, შემდეგ სწავლა განაგრძო ვენის კინოაკადემიაში მიხაილ ჰანეკეს ჯგუფში (სპეციალობა კინორეჟისორი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობს "ინტერნიუსსა" და ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სხვადასხვა პროექტების პროდიუსერად და რეჟისორად. არის საპროდიუსერო კომპანია "არტეფაქტ პროდაქშენის" თანადამფუძნებელი.